აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

“ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინაზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას. მისი ომი სახიფათოდ აღწევს მოლდოვამდე” – მაია სანდუ

“ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინაზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას. მისი ომი სახიფათოდ აღწევს მოლდოვამდე. მოსკოვი მთელ ევროპაში სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს და ის უნდა შეჩერდეს“ – წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში.

მოლდოვის ტერიტორიაზე რუსული დრონები აფეთქდა.ადგილობრივი გამოცემა Newsmaker ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მათი საჰაერო სივრცე დღეს დილით უკრაინაზე რუსეთის იერიშის დროს ხუთმა დრონმა დაარღვია. მათივე ცნობით, კაუშანის, შტეფან-ვოდეს, ანენი-ნოისა და ჰინჩეშტის რაიონებში აფეთქებების ხმა ისმოდა. უწყებამ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ცნობილია, რომ ინციდენტების შედეგად არავინ დაშავებულა.

იტვირთბა....