იაპონიამ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა.
სიას დაემატა 33 რუსული კომპანია და 9 ფიზიკური პირი, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან არიან დაკავშირებული.
გარდა ამისა, სანქციები ასევე დაუწესდა თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების 4 კომპანიასა და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 35 გემს.

