აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუმინეთში, სავარაუდოდ, დრონი ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გააჩინა

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2 ოქტომბრის გამთენიისას, ქვეყნის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დრონი ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გააჩინა.

“2 ოქტომბრის ღამეს ჩვენმა რადარული დაკვირვების სისტემამ დააფიქსირა დრონებით მორიგი თავდასხმა, რომლის სამიზნე უკრაინაში არსებული სამოქალაქო ობიექტები და ინფრასტრუქტურა იყო – რუმინეთთან მდინარის გასწვრივ გამავალი საზღვრის მიმდებარედ, ტულჩის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში.

დაახლოებით, 05:00 საათზე, ტულჩის ოლქში, სოფელ პლაურუს ტერიტორიაზე, დაფიქსირდა ობიექტის, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნა, რამაც ხანძარი გააჩინა. შემთხვევას მსხვერპლი ან მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია”. – წერია განცხადებაში.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ადგილზე გამოძიება მიმდინარეობს

იტვირთბა....