ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთში “Mi-8” ჩამოვარდა – დაიღუპა ეკიპაჟის სამივე წევრი

რუსეთის ვორონეჟის ოლქში სამხედრო ვერტმფრენი “Mi-8” ჩამოვარდა.

ტელეგრამის არხ “112”-ის ცნობით, ავიაკატასტროფა ვორონეჟის ოლქის ანინის რაიონში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის სამივე წევრი დაიღუპა: მეთაური, შტურმანი და ბორტინჟინერი.

ვერტმფრენის ჩამოვარდნისა და ეკიპაჟის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რუსულ ტელეგრამ არხებზეც დაადასტურეს.

ცნობისთვის, რუსულმა “Mi-8” ტიპის ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა გასული თვის დასაწყისშიც განიცადა, როცა ვერტმფრენი სახალინში, საავტომობილო გზატკეცილზე, ავარიულად დაჯდა და თხრილში გადავარდა.

ინციდენტის მიზეზი აეროდრომიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით საწვავის ამოწურვის გამო ორივე ძრავის გამორთვა გახდა.

იტვირთბა....