აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთმა უკრაინის ყოფილ თავდაცვის მინისტრებზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის საგამოძებო კომიტეტმა უკრაინის ყოფილ თავდაცვის მინისტრებზე ძებნა გამოაცხადა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დონბასში “სადამსჯელო ოპერაციების საქმეზე” უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრებზე – ოლეკს რეზნიკოვსა და მიხაილო ფედოროვზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ РИА Новости უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, რეზნიკოვი და ფედოროვი 2021-2023 და 2026 წლებში ხელქვეითებს დანაშაულებრივ ბრძანებებსა და მითითებებს აძლევდნენ და დონბასის ტერიტორიაზე  გასამხედროებულ სადამსჯელო ოპერაციებს ატარებდნენ.

“ამ დანაშაულებრივმა ქმედებებმა მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი დაღუპვა და დაშავება, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურება გამოიწვია. რეზნიკოვისა და ფედოროვის მიმართ გამოტანილია დადგენილებები ბრალდებულად ცნობის შესახებ და ორგანიზებულია მათი საერთაშორისო ძებნა”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....