აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გერმანიის შეიარაღებული ძალები საკუთარ დრონების პოლკს შექმნის – რას აცხადებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი?

ბუნ­დეს­ვე­რი, უკ­რა­ი­ნა­ში ომის გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პირ­ვე­ლად შექ­მნის სა­კუ­თარ დრო­ნე­ბის პოლკს, – Deutsche Welle-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ბო­რის პის­ტო­რი­უს­მა გა­ნა­ცხა­და.

“2027 წელს ჩვენ შევ­ქმნით ბუნ­დეს­ვე­რის პირ­ველ დრო­ნე­ბის პოლკს“, – გა­ნა­ცხა­და პის­ტო­რი­უს­მა. მისი თქმით, ბუნ­დეს­ვე­რი დას­კვნებს ბრძო­ლის ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბი­დან აკე­თებს.

“ყვე­ლა, ვი­საც სურს ხმე­ლეთ­ზე წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა, უნდა და­ე­უფ­ლოს უპი­ლო­ტო სის­ტე­მე­ბის საბ­რძო­ლო გა­მო­ყე­ნე­ბას“, – გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა და დას­ძი­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის გა­მოც­დი­ლე­ბას გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ.

ახალ­მა პოლკ­მა უნდა გა­ა­ერ­თი­ა­ნოს დაზ­ვერ­ვის, სა­მიზ­ნე­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის მო­გე­რი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

გერ­მა­ნი­ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თქმით, მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­და­ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ყე­ნებს უპი­ლო­ტო სის­ტე­მებს უმ­ცი­რე­სი მან­ძი­ლი­დან 500 კი­ლო­მეტ­რამ­დე და მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში რა­დი­ო­ე­ლექტრო­ნუ­ლი ბრძო­ლის ასე­უ­ლი შევა

იტვირთბა....