აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გარი კასპაროვი აცხადებს, რომ აშშ-მა და ლიეტუვამ მკვლელობის საფრთხის შესახებ გააფრთხილეს

რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი და ჭად­რა­კის ყო­ფი­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გარი კას­პა­რო­ვი აცხა­დებს, რომ აშშ-ისა და ლიეტუ­ვის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­მა მისი სი­ცო­ცხლის შე­საძ­ლო საფრ­თხის შე­სა­ხებ გა­აფრ­თხი­ლეს.

კას­პა­რო­ვის თქმით, ის ერთ-ერ­თია იმ ორ რუს დი­სი­დენტს შო­რის, რომ­ლებ­საც უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბა ურ­ჩი­ეს. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი მი­ი­ღო.

კას­პა­როვ­მა ამის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ ისა­უბ­რა, რაც აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა ხუთ ადა­მი­ანს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა. ამე­რი­კე­ლი პრო­კუ­რო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი რუ­სე­თის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ქსელ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის აშშ-ში, რუსი დი­სი­დენ­ტე­ბი­სა და სხვა პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ თავ­დას­ხმებ­სა და მკვლე­ლო­ბებს გეგ­მავ­დნენ.

კას­პა­როვ­მა სა­კუ­თარ გა­მო­ცე­მა­ში “The Next Move“ და­წე­რა, რომ მის­თვის პირ­და­პირ არ უთ­ქვამთ, იყო თუ არა ის ან “თა­ვი­სუ­ფა­ლი რუ­სე­თის ფო­რუ­მის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ივან ტი­უტ­რი­ნი სა­ვა­რა­უ­დო თავ­დას­ხმის კონ­კრე­ტუ­ლი სა­მიზ­ნე. თუმ­ცა, ორი­ვეს უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის მი­ღე­ბა ურ­ჩი­ეს.

სა­ვა­რა­უ­დო სა­მიზ­ნე­ებს შო­რის ილია პო­ნო­მა­რე­ვიც სა­ხელ­დე­ბა. ის რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტია და 2014 წელს ყი­რი­მის ანექ­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ხმის მი­ცე­მის ერ­თა­დერ­თი რუსი პარ­ლა­მენ­ტა­რი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ნო­მა­რე­ვი უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ვი­და.

კას­პა­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მუ­ქა­რის მი­უ­ხე­და­ვად საქ­მი­ა­ნო­ბის შე­წყვე­ტას არ აპი­რებს.

“მე არ გავ­ჩერ­დე­ბი და არ და­ვი­მა­ლე­ბი“, – წერს ის.

მი­სი­ვე თქმით, ის და მისი ოჯა­ხი სრუ­ლად უსაფრ­თხოდ ვერ იქ­ნე­ბი­ან მა­ნამ, სა­ნამ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია. ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი წლე­ბია პუ­ტი­ნის რე­ჟიმს აკ­რი­ტი­კებს. 2013 წელს კი რუ­სე­თი და­ტო­ვა.

იტვირთბა....