ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროკავშირი ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურას მხარს არ უჭერს

გამოცემა Rapporteur-ის ცნობით, ევროკავშირი მხარს არ უჭერს ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურას – ეს განცხადება დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა პრესსპიკერმა გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ კვიპროსის გარდა ალტერნატიულ კანდიდატს ევროკავშირი არ განიხილავს. 

ამ დროისთვის კვიპროსი ერთადერთი ოფიციალური კანდიდატია და მას ევროკავშირის ქვეყნების ფართო მხარდაჭერა აქვს, თუმცა Rapporteur დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთი მის კანდიდატურას ბლოკავს.

თუ თურქეთი კვიპროსის კანდიდატურის დაბლოკვას განაგრძობს, ლუგანოში შესაძლოა საქართველოს განაცხადი განიხილონ, როგორც ალტერნატიული ვარიანტი.

მიუხედავად ამისა, ამ იდეას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის წინააღმდეგობაც ახლავს თან. დიპლომატების თქმით, განსაკუთრებით უარყოფითად განწყობილნი არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები, რაც უკავშირდება შეშფოთებას თბილისსა და ევროკავშირს შორის გართულებული ურთიერთობებისა და რუსეთის მიმართ საქართველოს მიდგომების გამო.

იტვირთბა....