„ფლაიდუბაის“ თვითმფრინავი, სადაც პილოტების დაპირისპირება მოხდა, უკრაინელმა და რუსმა მგზავრებამა დასვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, პილოტების კაბინაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორმა მგზავრმა თვითმფრინავის მართვა საკუთარ თავზე აიღო, რითაც კატასტროფის თავიდან აცილება მოხერხდა.
ცნობისთვის, 30 სექტემბერს თვითმფრინავი, რომელიც რეისს დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით ასრულებდა დისპეჩერებს გატაცების სიგნალი გადასცა.
მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი პილოტი მეორეს დანით დაესხა თავს და თვითმფრინავის მართვის საკუთარ თავზე აღება სცადა.
გავრცელებული ცნობებით, თვითმფრინავს ომანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქე პილოტები მართავდნენ. რიგი გამოცემის ცნობით, თავდამსხმელი ომანის მოქალაქეა.
ისრაელის ხელისუფლება ამოწმებს ვერსიას, რომლის მიხედვითაც, თავდამსხმელს თვითმფრინავის ჩამოგდება ან 2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებში მომხდარი ტერაქტების მსგავსი თავდასხმის მოწყობა სურდა.
ინციდენტის შემდეგ ისრაელის ტრანსპორტის მინისტრმა, მირი რეგევმა მოითხოვა ისრაელის მიმართულებით „ფლაიდუბაის“ ყველა რეისის გაუქმება. მან ასევე მოუწოდა სამოქალაქო ავიაციის უწყებას, გამოიძიოს, დაარღვია თუ არა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელთან გაფორმებული საავიაციო შეთანხმება, რომლის მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ იმ პილოტების აყვანა, რომლებსაც ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების მქონე ქვეყნების პასპორტები აქვთ. ისრაელს ომანთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს.

