აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ალექსანდრ სტუბმა რუსეთის მხრიდან თავდასხმების ფონზე უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინელ კოლეგას, ალექსანდრ სტუბს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ შექმნილ ვითარებასა და ქვეყნის წინააღმდეგ ტერორის ახალი ესკალაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია , – ამის შესახებ უკრაინული მედია ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

პრეზიდენტებმა განიხილეს, რამ შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინის თავდაცვას, გააძლიეროს F-16-ები და ზოგადად, საჰაერო თავდაცვის სისტემა.

„თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში, ღამიდან მოყოლებული, კიევსა და ჩვენს სხვა ქალაქებსა და რეგიონებში საჰაერო განგაში გრძელდება, მუდმივი საფრთხე რჩება რეაქტიული „შაჰიდებისგან“. ღამით, ასევე, განხორციელდა დარტყმები ბალისტიკური რაკეტებით”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმების მთავარი სამიზნე დედაქალაქისა და კიევის ოლქის ენერგეტიკული სექტორი იყო.

იტვირთბა....