აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, დიზელისა და სხვა გარკვეული სახის საწვავის ექსპორტის აკრძალვა 31 ოქტომბრამდე გაგრძელდა.

დაწესებული აკრძალვა რუსეთიდან საზღვაო საწვავის ექსპორტზეც ვრცელდება.

„გადაწყვეტილება მიღებულია საწვავის შიდა ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით“, – აცხადებს რუსეთის მთავრობა.

იტვირთბა....