ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში, “ერდოღანის შეურაცხყოფის“ გამო კომიკოსი გაასამართლეს

28 სექ­ტემ­ბერს, სტამ­ბო­ლის სა­სა­მარ­თლომ თურ­ქი კო­მი­კო­სი დე­ნიზ გოქთა­ში პრე­ზი­დენტ რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი­სა და “რე­ლი­გი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში“ ცნო დამ­ნა­შა­ვედ, გა­ნა­ჩე­ნი ივ­ნის­ში გა­მარ­თულ სტენ­დაპ-შოუს უკავ­შირ­დე­ბა.

  • მო­სა­მარ­თლემ გოქთაშს პი­რო­ბი­თად 19 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, თუმ­ცა გა­ნა­ჩე­ნის სა­ბო­ლოო გა­და­სინ­ჯვი­სა და სა­ა­პე­ლა­ციო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცა. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რამ­დენ ხანს გას­ტანს ეს სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რა.

32 წლის დე­ნიზ გოქთა­ში 3 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს, მას შემ­დეგ, რაც YouTube-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა მის­მა შოუმ 9 მი­ლი­ო­ნამ­დე ნახ­ვა და­აგ­რო­ვა, ხოლო X-ზე გავ­რცე­ლე­ბულ­მა მოკ­ლე ვი­დე­ო­ებ­მა სწრა­ფი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პოვა.

კო­მი­კოსს ბრა­ლად ედე­ბო­და ერ­დო­ღა­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფა, ის­ლამ­ზე ხუმ­რო­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სი­ძულ­ვი­ლი­სა და მტრო­ბის გაღ­ვი­ვე­ბა, ასე­ვე და­ნა­შა­უ­ლი­სა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ქება.

გოქთაშს თა­ვი­სი შოუს ში­ნა­არ­სი არ უარ­ყვია, თუმ­ცა ამ­ტკი­ცებ­და, რომ ხუმ­რო­ბე­ბით არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია. მა­გა­ლი­თად, ერ­დო­ღა­ნის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტერ­მი­ნი “დიქ­ტა­ტო­რი“ რო­მე­ლიც პრო­კუ­რო­რებ­მა უკა­ნო­ნო შე­უ­რა­ცხყო­ფად მი­იჩ­ნი­ეს, კო­მი­კო­სის თქმით “პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბაა იმ პრე­ზი­დენ­ტსა და იმ პარ­ტი­ის ლი­დერს მი­მართ, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას 25 წე­ლია მარ­თავს“

მო­სა­მარ­თლემ გოქთა­ში ერ­დო­ღა­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო, ხოლო ის­ლამ­ზე ხუმ­რო­ბის გამო წა­ყე­ნე­ბუ­ლი “სი­ძულ­ვი­ლი­სა და მტრო­ბის გაღ­ვი­ვე­ბის“ ბრალ­დე­ბა შე­ამ­სუ­ბუ­ქა და იგი შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი მუხ­ლით “რე­ლი­გი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფით“ შეც­ვა­ლა. მე­სა­მე ბრალ­დე­ბა­ში – “და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის ქება“, კო­მი­კო­სი გა­მარ­თლდა.

იტვირთბა....