აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-მ ირანისთვის იარაღის შესყიდვაში დახმარებისთვის 13 სუბიექტი დაასანქცირა

აშშ-მ ირანისთვის იარაღისა და მისი კომპონენტების შესყიდვაში დახმარებისთვის 13 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.

დასანქცირებულებს შორის არიან რუსეთში, ჩინეთში, ჰონგ კონგსა და პაკისტანში დაფუძნებული სუბიექტები. 

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციების მიზანია თეირანის მიერ იარაღის პროგრამების აღდგენის შესაძლებლობის შესუსტება.

“არ მოვითმენთ ირანის რეჟიმის მიმართ რაიმე სახის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ მათი ხელშემწყობების გამოვლენას, მხილებასა და იზოლირებას”. – თქვა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა.

იტვირთბა....