აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოლდოვაში დრონი აფეთქდა-უკრაინული მედია

მოლდოვაში დრონი აფეთქდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია მოლდოვის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონი მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეფრინდა, რომელიც დილით ქალაქ ბენდერის თავზე დააფიქსირეს.

მოგვიანებით, დრონი ანენი-ნოის რაიონში სოფელ ჰირბოვეცის მახლობლად ჩამოვარდა.

პოლიციის ცნობით, დრონის აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

იტვირთბა....