ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვაშინგტონში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვაშინგტონში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა, – ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევსა და ამერიკელ მაღალჩინოსნებს შორის „კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები შედგა.

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში დმიტრიევი აშშ-ის ხაზინისა და ენერგეტიკის დეპარტამენტების წარმომადგენლებს შეხვდა.

„დმიტრიევი ვაშინგტონში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ომის დასრულების შემდეგ აშშ-რუსეთის შესაძლო ენერგეტიკული ინიციატივების შესახებ კონსტრუქციული დისკუსიების გასაგრძელებლად იმყოფებოდა“, – განუცხადა გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

იტვირთბა....