აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

“საქართველო კვლავ მტკიცედ იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით და მხარს დაუჭერს” – მაკა ბოჭორიშვილი

“საქართველო კვლავ მტკიცედ იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით და მხარს დაუჭერს საერთაშორისო სამართლის, ადამიანის ღირსებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიით განმტკიცებული პრინციპების დაცვას” – ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში გამართულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე განცხადა.

“უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და მისი შედეგები სცდება ბრძოლის ველს და უდიდეს ტანჯვას აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო ტყვეების მდგომარეობა ჩვენს მუდმივ და ერთობლივ ყურადღებას საჭიროებს.

კონფლიქტისა და ოკუპაციის შედეგად მიღებულმა მძიმე გამოცდილებამ გვასწავლა ომის გრძელვადიანი ჰუმანიტარული შედეგების სიმძიმე. რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაციამ ასობით ათასი ადამიანი დევნილად აქცია და მათ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ, ნებაყოფლობით და ღირსეულად დაბრუნების ფუნდამენტური უფლება შეუზღუდა. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება და საზოგადოების ერთმანეთისგან გახლეჩით გამოწვეული ტკივილი.

საქართველო კვლავ მტკიცედ იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით და მხარს დაუჭერს საერთაშორისო სამართლის, ადამიანის ღირსებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიით განმტკიცებული პრინციპების დაცვას,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში გამართულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებას მიეძღვნა.

იტვირთბა....