ახალი ამბები მსოფლიო

პიტ ჰეგსეთმა პენტაგონს მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით დაზვერვის, კიბერ შესაძლებლობებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაავალა

პიტ ჰეგსეთმა პენტაგონს მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით დაზვერვის, კიბერ შესაძლებლობებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაავალა, – ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი 22 სექტემბრის მემორანდუმის თანახმად, უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლისა და დემოკრატიული თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას იღებს.

მემორანდუმის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი კიბერსარდლობისა და საბრძოლო მხარდაჭერის სააგენტოების ხელმძღვანელობით, ხელოვნური ინტელექტის უახლეს შესაძლებლობებს გამოიყენებს, რათა არჩევნების წინ უცხოურ საფრთხეებს დააკვირდეს და უცხოური აქტორების აშშ-ის დემოკრატიულ სისტემებში ჩარევა არ დაუშვას.

პიტ ჰეგსეთის ბრძანება საარჩევნო უბნებზე სამხედროების გაგზავნას არ ითვალისწინებს.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

იტვირთბა....