ახალი ამბები მსოფლიო

 ჩრდილოეთ ირლანდიისა და უნგრეთის მატჩშიც ფრე დაფიქსირდა

ერთა ლიგის B2 ჯგუფში, მე-2 ტურის შეხვედრა ჩაატარეს საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა – ჩრდილოეთ ირლანდიამ ბელფასტში უნგრეთს უმასპინძლა და ქულა მოიპოვა (0:0).

პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიამ თბილისში საქართველოს ნაკრები 1:0 დაამარცხა, უნგრეთი კი შინ უკრაინასთან 0:1 დამარცხდა. მეორე ტურში კი ორივე მატჩი 0:0 დასრულდა.

ორი ტურის შემდეგ 4-4 ქულით ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა გალიდერდნენ, ხოლო საქართველო და უნგრეთი 1-1 ქულით მესამე-მეოთხე პოზიციებს იყოფენ.

იტვირთბა....