რუსეთის იაროსლავლის ოლქში მდებარე პიროტექნიკის საწარმოში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი პიროტექნიკის საწარმოში გაჩნდა, რომელიც იაროსლავლის ოლქის ქალაქ პერესლავლ-ზალესკის მახლობლად, სოფელ კუბრინსკში მდებარეობს; ცეცხლი ორ შენობას მოედო.
მის ჩასაქრობად 100-ზე მეტი მეხანძრე და 40 ერთეული ტექნიკა იყო მობილიზებული.
საგამოძიებო ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმე სამრეწველო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით აღძრეს.

