ახალი ამბები მსოფლიო

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარა

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარა, რათა კიევის მიერ სამხრეთ კორეისთვის დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გადა ცემის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება გაეპროტესტებინა და ოფიციალური ახსნა-განმარტება მოეთხოვა.

სამინისტროს განცხადებაში ასევე ნაქვამია, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი ვიეშკინი უწყებაში დაბარებულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ   გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული განცხადების გამო, სადაც მან კიევსა და სეულშ შორის კონფიდენციალურად მიღწეული შეანხმება გაასაჯაროვა.

იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინისგან ოფიციალურ ახსნა-განმარტება და ბოდიში მოითხოვა.

ცნობისთვის, 2025 წელს, უკრაინის არმიამ კურსკის ოლქში ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ-ერთი დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის ყალბი სამხედრო პირადობის მოწმობა გაცემული იყო რუსეთის რესპუბლიკის ტუვას ნამდვილი მაცხოვრებლის სახელზე. 23 სექტემბერს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეას ორი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვე გადასცა. მისივე თქმით, ერთ-ერთმა ჩრდილოეთ კორეელმა თვითმკვლელობა სცადა.

იტვირთბა....