ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს და წერს, რომ 2026 წლის 27 სექტემბერსა და 28 სექტემბრის ღამით, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგ მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს დარტყმა მიაყენეს. ბრიანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტ სელცოს რაიონში დაზიანებულია საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო კომპლექსი „პანცირ-S2“. ზაპოროჟიეს ოლქის ვინოჰრადივკაში დარტყმა მიაყენეს მტრის უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტსა და დრონების ქვედანაყოფის დროებითი დისლოკაციის ადგილს. დონეცკის ოლქის ქალაქ დონეცკში იერიში მიიტანეს დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების შენახვის, მომზადებისა და გაშვების ლოკაციაზე.
ნაკლების ჩვენება

