აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსებმა კიევს დაარტყეს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაში ხანძარი გაჩნდა, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრში ხანძარი გაჩნდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიდეოკადრებში ჩანს, რომ თავდასხმა განხორციელდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაზე.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

იტვირთბა....