ახალი ამბები

POS ტექნიკა კაფე-ბარებისა და რესტორნებისთვის

სარესტორნო ბიზნესი მაღალი ტემპითა და დინამიკით გამოირჩევა. აქ პიკის საათებში თითოეულ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან შეფერხება პირდაპირ მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევს. კაფე-ბარებში ტექნიკა ყოველდღიურად დიდი დატვირთვით მუშაობს. ამასთან, მაღალია დაზიანების რისკი, რადგან აპარატურასთან ახლოს ორთქლი, ცხიმი სითხე ტრიალებს. ჩვეულებრივი საოფისე კომპიუტერები ასეთ სამუშაო რეჟიმს ვერ უძლებს. ამიტომ, ამ სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციალიზებული POS ტექნიკის შერჩევა, რომელიც ამ გარემოს გაუძლებს.

გამძლე და დაცული აპარატურა

კვების ობიექტებში ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის მთავარი მიზეზი წყალი, წვენი ან ცხიმია. შეძენამდე აუცილებლად შეამოწმეთ ეკრანის დაცვის სტანდარტი (IP რეიტინგი). უპირატესობა მიანიჭეთ უჩარჩოო (True-Flat) სენსორულ ეკრანებს, რომელთა ზედაპირი სითხეს შიდა ნაწილებში არ ატარებს და იოლად იწმინდება.

ამასთან, მნიშვნელოვანია ტევადი (Capacitive) სენსორი, რომელიც სველი ან ცხიმიანი თითის შეხებაზეც კი მყისიერად რეაგირებს. მეორე კრიტიკული ფაქტორი გაგრილების სისტემაა. რესტორნის POS მონობლოკს არ უნდა ჰქონდეს ქულერი (Fanless ტექნოლოგია). პასიური გაგრილება კორპუსში ცხიმისა და ორთქლის შეწოვას გამორიცხავს, რაც აპარატურის სიცოცხლისუნარიანობას საგრძნობლად ახანგრძლივებს.

კომპაქტურობა და ერგონომიულობა

ბარმენისა და მოლარის სამუშაო სივრცე, როგორც წესი, საკმაოდ შეზღუდულია. ზედმეტი სადენები და მოცულობითი აპარატურა მუშაობის პროცესს აფერხებს. All-in-One მონობლოკი საუკეთესო არჩევანია, რადგან ის მონიტორსა და სისტემურ ბლოკს ერთ მყარ კორპუსში აერთიანებს.

ყურადღება მიაქციეთ სადენების გადანაწილებას. ხარისხიან POS მოწყობილობებს მავთულები პირდაპირ სადგამში აქვს დამალული, რაც დახლს მოწესრიგებულ იერს უნარჩუნებს და სადენების შემთხვევით გამოძრობას გამორიცხავს. ასევე აუცილებელია მძიმე, მეტალის ბაზა. მყარი სადგამი გარანტიაა იმისა, რომ დიდი დაწოლისას მონიტორი არ შეირყევა და დახლზე არ მოსრიალდება.

სამზარეულოსა და ბართან კავშირი

რესტორანში სალარო სისტემა ცალკეულ მოწყობილობად ვერ იმუშავებს. ის მუდმივად უნდა უკავშირდებოდეს სხვადასხვა აპარატს. ამისთვის POS ტერმინალს საკმარისი რაოდენობის ქსელური (LAN), USB და COM პორტები უნდა ჰქონდეს. ეს ინტერფეისები აუცილებელია სამზარეულოს პრინტერებისა და KDS მონიტორების შესაერთებლად. როდესაც მიმტანი შეკვეთას ინიშნავს, ჩეკი წამებში უნდა დაიბეჭდოს. გარდა ამისა, ტერმინალს შეუფერხებლად უნდა უერთდებოდეს ფულის უჯრა, საბანკო ტერმინალები და მიმტანების საიდენტიფიკაციო ბარათების წამკითხველი (MSR/iButton), რაც პერსონალის ავტორიზაციას წამებში ახდენს.

მობილური მოწყობილობები მაგიდებთან მომსახურებისთვის

დიდი დარბაზისა და ღია ვერანდის მქონე ობიექტებისთვის მხოლოდ სტაციონარული სალარო საკმარისი არ არის. მობილური Android POS ტერმინალები და პლანშეტები მომსახურებას კიდევ უფრო ასწრაფებს.

მიმტანს შეუძლია შეკვეთა პირდაპირ სტუმრის მაგიდასთან გააფორმოს. ინფორმაცია მომენტალურად გადაეცემა სამზარეულოს, რაც დარბაზში ზედმეტ სირბილს გამორიცხავს. ამასთან, კომპაქტური ტერმინალით ანგარიშსწორება და ქვითრის ამობეჭდვაც ადგილზევე ხდება. ეს მიდგომა ლოდინის დროს ანახევრებს, სალაროსთან რიგებს ხსნის და სტუმრის კმაყოფილებას საგრძნობლად ზრდის.

შეჯამება

კაფე-ბარებისა და რესტორნებისთვის POS ტექნიკის შერჩევა მხოლოდ კომპიუტერის შეძენას არ გულისხმობს. ეს მთელ ობიექტზე მომსახურების ხარისხს განსაზღვრავს. გამძლე ეკრანი, პასიური გაგრილება და აპარატურასთან მარტივი თავსებადობა ბიზნესს გაუთვალისწინებელი შეფერხებებისგან იცავს. ტექნიკის შერჩევისას ყოველთვის გაითვალისწინეთ საიმედო ადგილობრივი სერვისისა და გარანტიის ფაქტორი, რადგან ამ სექტორში საღამოს საათებსა და უქმეებზე ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

იტვირთბა....