ბრიტანეთის კონტრტერორისტულმა პოლიციამ ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში, სამეფო საჰაერო ძალების ფერფორდის სამხედრო-საჰაერო ბაზასთან, ხუთი მამაკაცი დააკავა. დაკავებულებს ტერორისტული თავდასხმის მომზადებასა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ კანონის დარღვევაში ედებათ ბრალი.
- ფერფორდის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ კვირას, ადგილობრივი დროით დაახლოებით 00:45 საათზე, სამი საეჭვო ავტომობილის შესახებ მიიღო ინფორმაცია.
მანქანები სამხედრო ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. ადგილზე მისულმა შეიარაღებულმა პოლიციელებმა ხუთი მამაკაცი დააკავეს, რის შემდეგაც ტერიტორია შემოღობეს და უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს.

