ახალი ამბები მსოფლიო

გერმანია საწვავზე აქციზის განაკვეთს დროებით ამცირებს – მძღოლები ლიტრზე 17 ცენტით ნაკლებს გადაიხდიან

გერმანიის პარლამენტმა ბენზინსა და დიზელის საწვავზე აქციზის დროებითი შემცირების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭიდა – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

კანონის მიხედვით, 1-ელი ოქტომბრიდან, სამი თვის განმავლობაში, მოსაკრებლები ლიტრზე 17 ცენტით შემცირდება. მხარდაჭერის ეს ზომა 2.5 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემცირება, 1.6 მილიარდი ევროს ოდენობით, მაის-ივნისშიც მოქმედებდა.

მთავრობის შეფასებით, ახალი ზომა ასევე გამოიწვევს გაყიდვების გადასახადიდან შემოსავლების დაახლოებით 293 მილიონი ევროთი შემცირებას, თუმცა ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მომხმარებლები დაზოგილ ფულს სხვა საქონელზე დახარჯავენ და ამით ამ ნეგატიურ ეფექტს გაანეიტრალებენ.

17 სექტემბერს გერმანიაში დიზელის საწვავის საშუალო ფასმა ლიტრზე რეკორდულ 2.47 ევროს მიაღწია, ხოლო Super E10 კლასის ბენზინის ლიტრი ისტორიულ მაქსიმუმთან ახლოს – 2,31 ევრო ღირდა. მას შემდეგ ფასები ოდნავ შემცირდა: დიზელი – ლიტრზე დაახლოებით 2.25 ევრომდე, ხოლო Super E10 – დაახლოებით 2.27 ევრომდე.

იტვირთბა....