უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისში უარყოფენ, რომ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში ჩასვლა და პუტინთან იქ შეხვედრა შესთავაზა – ამის შესახებ Financial Times-ის კორესპონდენტი კრისტოფერ მილერი იუწყება. მისი თქმით, ზელენსკის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა შესაძლო სამმხრივი მოლაპარაკებები განიხილეს, თუმცა ტრამპს ზელენსკისთვის პუტინთან შეხვედრის მიზნით მოსკოვში გამგზავრება არ შეუთავაზებია.
„ეს მცდარი ინფორმაციაა“ – უთხრა ზელენსკის მრჩეველმა კომუნიკაციების საკითხებში, დმიტრო ლიტვინმა ჟურნალისტებს Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
გუშინ გამოცემა Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, მოსკოვში პუტინს შეხვდეს.

