აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანი მეზობელ ქვეყნებს ავიამიმოსვლის შეფერხებით ემუქრება

ირანის რეჟიმი რეგიონში ავიამიმოსვლის შეფერხებით იმუქრება, თუ მეზობელი ქვეყნები აშშ-ს სანქციების გამო ირანულ ავიაკომპანიებს ფრენებისა და აეროპორტის მომსახურების მიღების შესაძლებლობას შეუზღუდავენ.

“თუ ირანს ფრენებისა და აეროპორტის მომსახურების მიღების შესაძლებლობა არ ექნება, ეს შესაძლებლობა რეგიონის არცერთ ქვეყანას არ ექნება.” – დაწერა ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა მოჰამად მოხბერმა 25 სექტემბერს, თუმცა, მას არ განუმარტავს, როგორ შეიძლება შეაფერხოს თეირანმა სხვა ქვეყნების ავიამიმოსვლა.

მსგავსი მუქარა 23 სექტემბერს ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმაც გააჟღერა.

მისი თქმით, იმ ქვეყნების აეროპორტები, რომლებიც ირანული ფრენების შეჩერების საკითხში ვაშინგტონთან ითანამშრომლებენ, მუშაობას ვეღარ შეძლებენ. რეზაიმ მეზობელი ქვეყნები ირანის წინააღმდეგ აშშ-ს შესაძლო სამხედრო ოპერაციაში ჩართვის შესაღებაც გააფრთხილა.

აშშ-მ სექტემბერში ირანის ყველა დარჩენილ ავიაკომპანიას სანქციები დაუწესა და გააფრთხილა უცხოური აეროპორტები და კომპანიები, რომ ირანული ავიაკომპანიებისთვის საწვავის, ტექნიკური მომსახურების, ბილეთების გაყიდვისა თუ სხვა სერვისების მიწოდებამ შესაძლოა მათ წინააღმდეგაც გამოიწვიოს სანქციების დაწესება.

იტვირთბა....