აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიის მთავრობამ ისლამის მიმდევრების მიერ სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარების აკრძალვასთან ერთად, კლასებში იმ მოსწავლეების ლიმიტი დაამტკიცა, რომლებიც იტალიურ ენას დაბალ დონეზე ფლობენ

იტალიის მთავრობამ ისლამის მიმდევრების მიერ სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარებასთან ერთად, კლასებში იმ მოსწავლეების ლიმიტი დაამტკიცა, რომლებიც იტალიურ ენას დაბალ დონეზე ფლობენ.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მთავრობამ ცვლილებას მხარი უკვე დაუჭირა.

ცვლილებები, საბოლოოდ, 60 დღის ვადაში პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

აღსანიშნავია, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონის საპარლამენტო კოალიცია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას ფლობს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ცვლილებას მხარს, საბოლოოდ, დაუჭერს, საკლასო ოთახებში იმ უცხოელი მოსწავლეების რაოდენობაზე, რომლებმაც იტალიური ენა საკმარის დონეზე არ იციან, 30%-იანი ლიმიტი დაწესდება.

ცნობისთვის, დაწყებით კლასებში ლიმიტი დაწესდება მხოლოდ იტალიის მოქალაქეობის არმქონე მოსწავლეებზე, რომლებიც იტალიაში არ დაბადებულან. დადგენილების დამრღვევ პირს 1 000 ევროს ოდენობით ჯარიმა დაეკისრება.

იტვირთბა....