აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ფინეთმა და შვედეთმა პირველად განახორციელეს ერთობლივი სადაზვერვო ფრენა, გამოავლინეს რუსული გამანადგურებლების ჯგუფი და მათი იდენტიფიცირება მოახდინეს

ფინეთმა და შვედეთმა პირველად განახორციელეს ერთობლივი სადაზვერვო ფრენა.

ფინეთის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გამანადგურებლებმა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, ფინეთის ყურის თავზე, რუსული გამანადგურებლების ჯგუფი გამოავლინეს და მოახდინეს მისი იდენტიფიცირება.

როგორც წესი, მორიგე გამანადგურებლები პასუხისმგებელნი არიან საკუთარი ქვეყნის საჰაერო სივრცის მონიტორინგსა და დაცვაზე.

„თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც ამ შემოდგომაზე დაიწყო, საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ერთობლივი ოპერატიული სადაზვერვო ფრენები და საჭიროების შემთხვევაში მორიგე გამანადგურებლები მეორე ქვეყნის სამხედრო ბაზებზე განვათავსოთ“, – განაცხადა ფინეთის საჰაერო ძალების ოპერატიული მართვის უფროსმა.

შვედეთის საჰაერო ძალების მეთაური კი აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის ხანგრძლივმა საერთაშორისო თანამშრომლობამ შეუფერხებელი ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობა უზრუნველყო.

იტვირთბა....