აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ პირისპირ შეხვდა უზენაეს ლიდერს, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის და ეს შეხვედრა დაახლოებით 7 საათს გაგრძელდა

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ პირისპირ შეხვდა უზენაეს ლიდერს, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის და ეს შეხვედრა დაახლოებით 7 საათს გაგრძელდა. ფეზეშქიანმა ამის შესახებ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ირანის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში ნიუ-იორკში იმყოფება.

ჟურნალისტმა ბრეტ ბაიერიმ მას შეკითხვები დაუსვა უზენაესი ლიდერის ადგილსამყოფლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ვინაიდან ის საზოგადოებაში უკვე თვეებია არ გამოჩენილა.

• ჟურნალისტი: თქვენ მას პირადად შეხვდით ერთი თვის წინ?

• ფეზეშქიანი: დიახ

• ჟურნალისტი: ჯანმრთელადაა? შეუძლია ქვეყნის მართვა?

• ფეზეშქიანი: რა თქმა უნდა, სრულიად

…

• ჟურნალისტი: მაშ, ირანი ომს ირჩევს თუ შეთანხმებას?

• ფეზეშქიანი: ჩვენ ომს არ ვირჩევთ. ომი თავს მოგვახვიეს

იტვირთბა....