“მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩინეთ-აშშ-ის მეგობრობის ულამაზეს ყვავილებზე, ერთად დავწეროთ ახალი თავი ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებში” – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თეთრ სახლში გამართულ სახელმწიფო ვახშამზე.
“შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა უნდა იმოქმედონ როგორც პასუხისმგებლობის მქონე დიდმა სახელმწიფოებმა, გაამართლონ ჩვენი ხალხების მოლოდინები, ფეხი აუწყონ ჩვენი დროის ტენდენციებს და მოძებნონ დიდ სახელმწიფოთა თანაარსებობის ახალი გზა” – განაცხადა მან და დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა „პირობა დადო, რომ “ამერიკა კვლავ დიდებულ ქვეყნად აქციოს“, მაშინ როცა ჩინეთი „ეროვნული აღორძინების მიღწევისკენ ისწრაფვის“. მისივე თქმით, „ეს ორი მიზანი ორივე ამბიციურია და, უდავოდ, მათ შეუძლიათ ერთმანეთის გაძლიერება”
მისი ამ განცხადებების საპასუხოდ ტრამპმა თქვა: „ორივეს გვესმის, რომ განსხვავებულ სისტემებს წარმოვადგენთ, თუმცა ჩვენს ხალხებს შორის კავშირები მტკიცეა და ჩვენი ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი კარგი“

