აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინამ რუსეთის ქალაქ ულიანოვსკში რადიოელექტრონული აპარატურის, ვორონეჟში კი კაუჩუკის ქარხანა დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ ულიანოვსკში რადიოელექტრონული აპარატურის, ვორონეჟში კი კაუჩუკის ქარხანა დაბომბა – ინფორმაციას და ამის ამსახველ კადრებს ადგილობრივი Telegram-არხები ავრცელებენ. ცნობილია, რომ ულიანოვსკში თავდასხმა ქარხანა „ისკრაზე” განხორციელდა, რომელიც რადიოელექტრონულ აპარატურასთან ერთად კავშირგაბმულობის საშუალებების კომპონენტებსაც აწარმოებს. ვორონეჟში დაბომბილ ქარხანაში კი ამ დრომდე ძლიერი ხანძარია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ​ეს საწარმო რუსეთში კაუჩუკისა და თერმოელასტოპლასტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია

იტვირთბა....