ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრების შესახებ საუბარი ნაადრევია – მიწვევას ვაფასებთ”- დიმიტრი პესკოვი

ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრების შესახებ საუბარი ნაადრევია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ამის შესახებ საუბარი ნაადრევია. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვი ვაშინგტონის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვევას მიესალმება.

„ჩვენ ამ მიწვევას ვაფასებთ“, – აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვია.

იტვირთბა....