ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

დანიის თავდაცვის დაზვერვის სამსახურის ანგარიში – რუსეთი უახლოესი თვეების განმავლობაში ნატო-ს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს

რუსეთი უახლოესი თვეების განმავლობაში ნატო-ს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს, – ამის შესახებ დანიის თავდაცვის დაზვერვის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

დანიის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, რუსეთი დასავლეთისა და ნატო-ს წინააღმდეგ „უფრო ხშირ თავდასხმებს“ განახორციელებს, „რასაც უფრო სერიოზული შედეგები მოჰყვება, ვიდრე ადრე“.

„ეს შეიძლება მოიცავდეს დესტრუქციულ კიბერშეტევებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სერიოზული შედეგების გამოწვევით და დივერსიულ თავდასხმებს მსხვერპლის მაღალი რისკით“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ არსებობს „მცირე, თუმცა მზარდი რისკი იმისა, რომ რუსეთმა შეზღუდული სამხედრო თავდასხმა განახორციელოს მისი მოსაზღვრე ნატო-ს წევრ ერთ ან რამდენიმე ქვეყანაზე“.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ნატო-ს რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეჭრა წამოიწყოს. თუმცა, ამის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია“, – აღნიშნულია დაზვერვის ანგარიშში.

იტვირთბა....