მზის სისტემის მიღმა დედამიწის ზომის 1284 პლანეტა აღმოაჩინეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკის კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ. მათ შორის 9 ე.წ. სიცოცხლის ზონაში მდებარეობს, სადაც თხევადი წყლისთვის შესაბამისი პირობები შესაძლოა არსებობდეს.
როგორც ნასა-ში აცხადებენ, ეს აღმოჩენა ყველაზე მასშტაბურია. ახალი პლანეტები კეპლერის მიერ ნაპოვნი ეგზოპლანეტების კატალოგს დაამატეს, რომელშიც 1284 ახალი პლანეტაა შესული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ “ირმის ნახტომის” გალაქტიკაში შესაძლოა 10 მილიარდი პლანეტა იყოს, რომლებიც მზის მსგავსი სხეულის გარშემო ბრუნავენ.