აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

ცნობილ კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს ასისტენტზე სექსუალური ძალადობისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – მარიამ ჰეილის საქმე და კიდევ არაერთი ბრალდება

წარ­სულ­ში გავ­ლე­ნი­ან, ამე­რი­კელ კი­ნოპ­რო­დი­უ­სერს, ჰარ­ვი ვა­ინშტა­ინს, რო­მე­ლიც ადრე სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის რამ­დე­ნი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის ხან­გრძლი­ვი ვა­დით იყო მსჯავ­რდე­ბუ­ლი, ოთხშა­ბათს, ერთ-ერთი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გან­ხილ­ვის შე­დე­გად, 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

ნიუ-იორ­კის სა­სა­მარ­თლო­ში ეს გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნეს ბრალ­დე­ბის იმ მუხ­ლით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ამ­ჟა­მად 74 წლის ვა­ინშტა­ინ­მა 2006 წელს ტე­ლეპ­რო­დი­უ­სე­რის ასის­ტენტს, მი­რი­ამ ჰე­ი­ლის, ორა­ლუ­რი სექ­სი იძუ­ლე­ბით და­ამ­ყა­რე­ბი­ნა.

პირ­ვე­ლი გა­ნა­ჩე­ნი ამ და კი­დევ ერთ მუხ­ლზე – 23 წლით პა­ტიმ­რო­ბა – ვა­ინშტა­ინ­მა ნიუ-იორკში ჯერ კი­დევ 2020 წელს მი­ი­ღო. მან გა­ნა­ჩე­ნი გა­სა­ჩივ­რა, ხოლო 2024 წელს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ საქ­მე ხე­ლახ­ლა გან­ხილ­ვის­თვის და­აბ­რუ­ნა იმ მი­ზე­ზით, რომ მო­სა­მარ­თლემ სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვა.

წე­ლი­წად­ზე მეტი ხნის წინ, 2025 წლის ივ­ნის­ში, ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ვა­ინშტა­ი­ნი ერთ ეპი­ზოდ­ში გა­ა­მარ­თლეს, თუმ­ცა დამ­ნა­შა­ვედ ცნეს მე­ო­რე­ში, რო­მე­ლიც მი­რი­ამ ჰე­ი­ლის შე­ე­ხე­ბო­და. მო­სა­მარ­თლემ მას ახა­ლი სას­ჯე­ლი მხო­ლოდ ახლა გა­ნუ­სა­ზღვრა.

პრო­კუ­რო­რი 20 წლით პა­ტიმ­რო­ბას ითხოვ­და, ხოლო დაც­ვის მხა­რე იხ­სე­ნებ­და, რომ ხან­დაზ­მუ­ლი ვა­ინშტა­ი­ნი შე­საძ­ლოა ცი­ხე­ში გარ­და­იც­ვა­ლოს.

ნიუ-იორ­კის ცი­ხის გარ­და, 74 წლის ვა­ინშტა­ინს, რო­მე­ლიც კი­ბო­თი და დი­ა­ბე­ტი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, კა­ლი­ფორ­ნი­ის ცი­ხეც ელის: 2021 წელს ლოს-ან­ჯე­ლე­სის სა­სა­მარ­თლომ იგი დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნი­ლი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვა და­ნა­შა­უ­ლე­ბის 11 შემ­თხვე­ვი­დან 3-ში და 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

ეს გა­ნა­ჩე­ნი ვა­ინშტა­ინ­მა ასე­ვე გა­სა­ჩივ­რა.

ოთხშა­ბათს, ხალ­ხით სავ­სე სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში, მან მო­სა­მარ­თლეს შე­ი­წყა­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

“მე არ ვარ ძა­ლა­დო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლი ადა­მი­ა­ნი, შე­მიბ­რა­ლეთ! გულ­წრფე­ლად ვიხ­დი ბო­დიშს ყვე­ლას წი­ნა­შე, ვი­საც ტკი­ვი­ლი მი­ვა­ყე­ნე“, – თქვა მან.

მი­რი­ამ ჰე­ი­ლიმ, სა­ა­გენ­ტო AFP-ის ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მას შემ­დეგ, რაც ვა­ინშტა­ინ­მა მას გა­უ­კე­თა, თვი­თონ გა­ნიც­დის გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას შე­ედ­რე­ბა და პოსტტრავ­მუ­ლი სტრე­სუ­ლი აშ­ლი­ლო­ბით იტან­ჯე­ბა.

მან კვლავ აღ­ნიშ­ნა, რომ ვა­ინშტა­ინ­მა ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნა თა­ვი­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რო­დე­საც იგი სექსზე აი­ძუ­ლა, და რომ ღრმად შეძ­რა იმ ფაქ­ტმა, რომ პრო­დი­უ­სე­რი მას უმ­ნიშ­ვნე­ლო პერ­სო­ნად მი­იჩ­ნევ­და, ვის­თა­ნაც ასე მოქ­ცე­ვა შე­იძ­ლე­ბო­და.

ვა­ინშტა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ არ­სე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბის არსი ისაა, რომ იგი სექსს აი­ძუ­ლებ­და ახალ­გაზ­რდა ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც კი­ნო­სამ­ყა­რო­ში მის მფარ­ვე­ლო­ბა­სა და კა­რი­ე­რულ დახ­მა­რე­ბას ეძებ­დნენ.

ვა­ინშტა­ი­ნის დაც­ვის მხა­რე ამ­ტკი­ცებს, რომ მისი სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლე­ბი მას­თან სექსზე ურ­თი­ერ­თთან­ხმო­ბით მი­დი­ოდ­ნენ, ხოლო ცილი მას შემ­დეგ დას­წა­მეს, რაც მათ­მა კა­რი­ე­რამ, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ისე ვერ აე­წყო, რო­გორც იმე­დოვ­ნებ­დნენ.

სექ­სის იძუ­ლე­ბა­ში ვა­ინშტა­ი­ნი სა­ჯა­როდ ათო­ბით ქალ­მა და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, თუმ­ცა ამ ბრალ­დე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა სა­სა­მარ­თლომ­დე არ მი­სუ­ლა და არც გა­ნა­ჩე­ნით დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

იტვირთბა....