უკრაინულმა ძალებმა დონეცკსა და ლუგანსკში რუსული დრონების მართვის პუნქტებსა და „რუბიკონის“ საცავებზე იერიში მიიტანეს .
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, უკრაინელმა სამხედროებმა დროებით ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსეთის სამხედრო ობიექტებზე წარმატებული იერიშები განახორციელეს.
23 სექტემბერს გავრცელებული ცნობით, 22-23 სექტემბრის ღამით განხორციელებული დარტყმების სამიზნეს რუსული უპილოტო სისტემების ქვედანაყოფ „რუბიკონის“ საცავები, დრონების მართვის პუნქტები და ლოჯისტიკური ცენტრები წარმოადგენდა.
გენშტაბის ცნობით, იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქში, ნოვოსელივკა-პერშასა და დაჩნეს მახლობლად მდებარე უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტებზე. ცალკეული დარტყმა განხორციელდა ვოლნოვახასთან მდებარე „რუბიკონის“ დრონების საწყობზე.
ლუგანსკის ოლქში, კუნდრიუჩესთან, საწვავ-საცხებ მასალათა ბაზა დაიბომბა, ხოლო დონეცკის ოლქში, გირნიკისა და ველიკა-შიშივკას სიახლოვეს — ლოჯისტიკური საწყობები. გარდა ამისა, კრასნოგოროვკასთან უკრაინულმა ძალებმა რუსული უპილოტო ქვედანაყოფის პირად შემადგენლობაზეც მიიტანეს იერიში. ზარალის ზუსტი მასშტაბები ჯერჯერობით არ სახელდება.

