ახალი ამბები მსოფლიო

მგზავრები და ოჯახები საწვავის ასტრონომიული ფასებისგან უსირცხვილოდ იძარცვებიან, სიმართლე ისაა, რომ ელიტას სწორედ ეს სურდა

მგზავრები და ოჯახები საწვავის ასტრონომიული ფასებისგან უსირცხვილოდ იძარცვებიან, სიმართლე ისაა, რომ ელიტას სწორედ ეს სურდა, – წერს ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ერთ-ერთი ლიდერი, ალის ვაიდელი.

გერმანელი ოპოზიციონერის თქმით, ბენზინის მაღალი ფასი ავტომობილებით გადაადგილების მიუწვდომლობას იწვევს. ვაიდელის განცხადებით, გერმანიაში ერთი ლიტრი ბენზინის ღირებულება 3 ევროა, რის გამოც მან მთავრობა მოსახლეობის ბენზინგასამართ სადგურებზე ძარცვაში დაადანაშაულა.

„საკმარისია მთავრობის მიერ ბენზინგასამართ სადგურებზე ძარცვა! საკმარისია მწვანე იდეოლოგია!“ – განაცხადა ალის ვაიდელმა.

ცნობისთვის, მანამდე გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ერთი ლიტრი ბენზინისა და დიზელის ფასის, დაახლოებით, 17 ცენტით შემცირება დაანონსა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 1 ოქტომბერს შევა და 2026 წლის ბოლომდე შენარჩუნდება.

იტვირთბა....