აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

“კრემლი ყოველწლიურად დაახლოებით 1.3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს ხარჯავს ინფორმაციით მანიპულირებაზე” -ენდი ბერნემი

“კრემლი ყოველწლიურად დაახლოებით 1.3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს ხარჯავს ინფორმაციით მანიპულირებაზე” – აცხადებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი.

“ჩვენ ყოველთვის დაჩაგრულის გვერდით დავდგებით მჩაგვრელის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ვართ ასე ერთიანნი უკრაინის მხარდაჭერაში. და ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ ჩვენ პატივს მივაგებთ უკრაინელ ხალხს.

ისინი ავლენენ გამძლეობისა და სიმამაცის ისეთ დონეს, რაც შთაგონების წყაროა მთელი მსოფლიოსთვის” – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა.

“კრემლი ყოველწლიურად დაახლოებით 1.3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს ხარჯავს ინფორმაციით მანიპულირებაზე.

ჩვენ ვსაუბრობთ ვერაგ კამპანიაზე, რომელიც აღწევს ადამიანების სახლებში და ამახინჯებს იმას, რასაც ისინი გრძნობენ საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ – აღვივებს დაპირისპირებას და თესავს სასოწარკვეთას. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ კიბერშეტევები კომპანიებსა და ინსტიტუტებზე“ – თქვა ენდი ბერნემმა.

იტვირთბა....