აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“11 კვირის განმავლობაში, ოპერაცია „მოლოჩკას“ ფარგლებში, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 300 ნავთობტანკერს დაარტყეს” – რობერტ მადიარ ბროვდი

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების ცნობით, 11 კვირის განმავლობაში, ოპერაცია „მოლოჩკას“ ფარგლებში, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 300 ნავთობტანკერს დაარტყეს.

უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ მადიარ ბროვდი Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მისმა დანაყოფმა 11 კვირიან პერიოდში 134 ნავთობტანკერზე აზოვის, ხოლო 166 ტანკერზე შავ ზღვაში მიიტანა იერიშები.

ოპერაცია “მოლოჩკა” წელს, ივლისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. ოპერაციის სახელწოდება უკრაინული ფრაზის – Москва ляже через Крим – აბრევიატურაა.

იტვირთბა....