რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სტერლიტამაკში, სავაჭრო ცენტრი იწვის. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია 3 და დაშავებულია 4 ადამიანი. ხანძარმა 2100 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. შენობიდან მეხანძრეებმა 17 ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

