აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“მზად ვართ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის წარმომადგენლებს შევხვდეთ” – მარკო რუბიო

მზად ვართ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის წარმომადგენლებს შევხვდეთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მარკო რუბიოს ცნობით, ირანის დელეგაციასთან შეხვედრა ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.

„ჩვენ მზად ვართ მსგავსი შესაძლებლობისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამას პოზიტიური შედეგის მიღწევის პერსპექტივა ექნება“, – აღნიშნა რუბიომ.

ცნობისთვის, ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიას ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი დაესწრებიან.

იტვირთბა....