სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში მარკო რუბიოს შეხვდება, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შორის შეხვედრა 23 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგება.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მარკო რუბიოსთან სერგეი ლავროვის შეხვედრა 23 სექტემბერს არის დაგეგმილი“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა, კირილ ლოგვინოვმა.
ასევე, კირილ ლოგვინოვის თქმით, ლავროვი მზად არის დასავლეთის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც შეხვდეს, თუ შესაბამისი თხოვნა იქნება.
.

