აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ამერიკულმა ტელეარხებმა დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ღონისძიებების გაშუქება შეაჩერეს – საპასუხოდ თეთრმა სახლმა “ტრამპის ტელევიზია” აამოქმედა

09:45 / 22-09-2026

აშშ-ის წამ­ყვან­მა ტე­ლე­არ­ხებ­მა – FOX News Media-მ, ABC News-მა, CBS News-მა, CNN-მა და NBC News-მა – გა­ნა­ცხა­დეს, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­შუ­ქე­ბას წყვე­ტენ მას შემ­დეგ, რაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტებს თეთ­რი სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა აუკ­რძა­ლა.

ტე­ლე­არ­ხებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ გა­შუ­ქე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მი­მართ სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად წყვე­ტენ.

ამის შემ­დეგ თეთრმა სახ­ლმა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში სა­კუ­თა­რი პლატ­ფორ­მა “ტრამ­პის ტე­ლე­ვი­ზია“ (Trump TV) აა­მოქ­მე­და, რო­მე­ლიც ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ღო­ნის­ძი­ე­ბებს 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში გა­დას­ცემს.

“მი­ი­ღეთ გა­ნახ­ლე­ბე­ბი რე­ა­ლურ დრო­ში და პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცი­ე­ბი უშუ­ა­ლოდ თქვენს ტე­ლე­ფონ­ზე ზედ­მე­ტი ხმა­უ­რის გა­რე­შე. მხო­ლოდ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე­ე­ბი – პირ­და­პირ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია თეთ­რი სახ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, დო­ნალდ ტრამპმა CNN-ს, MS Now-სა და Politico-ს, “ყალ­ბი ამ­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის“ გამო, თეთრ სახ­ლში შეს­ვლა აუკ­რძა­ლა. გუ­შინ სა­მი­ვე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ პრე­ზი­დენ­ტის ქმე­დე­ბე­ბი კონ­სტი­ტუ­ცი­ის პირ­ვე­ლი შეს­წო­რე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მათი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას წარ­მო­ად­გენს.

იტვირთბა....