ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები”- მაკა ბოჭორიშვილი

ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დღეს დაგეგმილია

ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი დღეს მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მულტილატერალიზმს მიეძღვნება.

„დღეს, ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ევროკავშირის ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნება მულტილატერალიზმს და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ დისკუსიაში“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იტვირთბა....