ახალი ამბები მსოფლიო

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციები მოამზადა

აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი მო­ამ­ზა­და და მათ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მო­ცხა­დე­ბას გეგ­მავს, – ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბულ ორ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლია, თუმ­ცა მათი გა­მო­ცხა­დე­ბის ზუს­ტი დრო ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. The Wall Street Journal-ი ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­საძ­ლოა სა­ბო­ლო­ოდ ამ კვი­რა­ში, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას დამ­ტკიც­დეს.

Reuters-ი წერს, რომ უშუ­ა­ლოდ მთლი­ა­ნად ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და ასე­ვე იმ სუ­ბი­ექ­ტე­ბის მი­ზან­ში ამო­ღე­ბამ, რომ­ლე­ბიც სა­სა­მარ­თლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს სა­სა­მარ­თლოს საქ­მი­ა­ნო­ბას.

აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სან­ქცია აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და კომ­პა­ნი­ებს აუკ­რძა­ლავს სა­სა­მარ­თლოს­თვის ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბის, სა­ქონ­ლის ან მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბას სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის უცხო­უ­რი აქ­ტი­ვე­ბის კონ­ტრო­ლის ოფი­სის (OFAC) შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე.

Reuters-ი წერს, რომ ტრამ­პის უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მი­მართ ჯერ კი­დევ მის პირ­ველ საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დას უკავ­შირ­დე­ბა. უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­და მას შემ­დეგ, რაც სა­სა­მარ­თლომ 2024 წელს ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ­სა და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, იოავ გა­ლან­ტის და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რე­ბი გა­მოს­ცა ღა­ზის კონ­ფლიქ­ტის დროს ჩა­დე­ნი­ლი სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა და კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის.

აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი მო­ი­თხო­ვენ, რომ სა­სა­მარ­თლომ გა­ა­უქ­მოს რო­გორც ის­რა­ე­ლის ლი­დე­რე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რე­ბი, ისე ავ­ღა­ნეთ­ში ამე­რი­კელ სამ­ხედ­რო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა.

იტვირთბა....