აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

რუსეთსა და აშშ-ს შორის ახალი შეხვედრა მომდევნო კვირებში გაიმართება – სერგეი რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში შეხვედრას გამართავენ, რომლის მიზანი ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებული პრობლემური საკითხების აღმოფხვრა იქნება.

„მოლაპარაკებები მომდევნო კვირებშია მოსალოდნელი“, – განაცხადა რიაბკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში. მისი თქმით, ამ ტიპის შეხვედრები რეგულარული გახდა. “მიგვაჩნია, რომ ეს სასარგებლოა.

სხვა საკითხი ის, რომ არსებითი თვალსაზრისით, პროგრესის ტემპი სასურველზე ნელი და მოსალოდნელზე დაბალია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამაზე უარს არ ვამბობთ; წინსვლას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა რიაბკოვმა.

იტვირთბა....