აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“მიზანში ამოვიღეთ ნავთობინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი საწარმო და ლოგისტიკური ობიექტი” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გასულ ღამეს მოსკოვზე თავდასხმის დროს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები გამოიყენეს. 

“მიზანში ამოვიღეთ ნავთობინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი საწარმო და ლოგისტიკური ობიექტი. საუბარია მილიარდობით დოლარზე, რომელიც ომის მანქანას კვებავს. გამოყენებულ სისტემებს შორის იყო ფლამინგო, პალიანიცა, ვენდეტა და პელიკანი”. – წერს ზელენსკი.

ზელენკის განცხადებით, რუსეთმა “სასტიკი ომი უნდა დაასრულოს” და მშვიდობა აირჩიოს.

20 სექტემბრის დილის საათებში უკრაინამ მოსკოვზე დრონებით იერიში მიიტანა. ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, სამიზნე კრემლიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარე კაპოტნიის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.

იტვირთბა....