აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო ციტატა

რუსეთიდან იუწყებიან, რომ ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაზე კიბერშეტევა განხორციელდა

რუსეთიდან ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაზე კიბერშეტევის შესახებ იუწყებიან – როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ელა პამფილოვა აცხადებს, მოსკოვის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაზე კიბერშეტევა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა

“ეს თავდასხმა გრძელდება და ის ძლიერი და მასშტაბურია“, – განაცხადა პამფილოვამ.

მისი თქმით, მოსკოვის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

„ყველა თავდასხმა მოგერიებულია. ტექნიკური სპეციალისტები ვითარებას სრულად აკონტროლებენ“, – აღნიშნა რუსეთის ცესკოს თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნების მეორე დღეა გუშინ. ხმის მიცემის პროცესი სამი დღის განმავლობაში, 18-20 სექტემბერს გაგრძელდება

იტვირთბა....