აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის სათხილამურო კურორტ ბუკოველში სამიტი იმართება, რომელსაც „კარპატების რვიანი“ უწოდეს

უკრაინის სათხილამურო კურორტ ბუკოველში სამიტი იმართება, რომელსაც „კარპატების რვიანი“ უწოდეს. მონაწილეობს 8 მეზობელი ქვეყანა, რომლებსაც ერთმანეთთან კარპატების რეგიონი აკავშირებთ:

“დღეს, პირველად აქ, უკრაინაში, კარპატების ჩვენს ნაწილში, იმართება სამიტი, რომელიც აერთიანებს კარპატების ყველა სახელმწიფოს, რეგიონსა და ჩვენი ქვეყნების თემებს. ჩვენ საფუძველს ვუყრით ახალ ფორმატს C8 – „კარპატების რვიანს“, რომელიც გვაერთიანებს ჩვენ და ჩვენს მეზობლებს ევროპაში: რუმინეთს, სერბეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, ავსტრიას, უნგრეთს და, რა თქმა უნდა, მთლიანად ევროკავშირს. ეს არის სერიოზული მოძრაობის დასაწყისი, რომელმაც კიდევ უფრო უნდა დააახლოოს ჩვენი ქვეყნები და ევროკავშირის დონეზე შექმნას ურთიერთქმედების კიდევ ერთი ძლიერი ელემენტი – უსაფრთხოება, ენერგეტიკა, ლოჯისტიკის მნიშვნელოვანი გაფართოება, ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური თანამშრომლობა და ჩვენი თემების არსებითი მხარდაჭერა” – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაში

იტვირთბა....